Monday, November 3, 2014

პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია




მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლო დღეა...ერთმანეთს წარვუდგინეთ ჩვენი პორტფოლიო   ჯგუფის წევრებს გავაცანი  ჩემი  პროექტი, ვფიქრობ, ეფექტური პრეზენტაცია იყო, შედგა კონსტრუქციული უკუკავშირი, მეც სიამოვნებით მოვისმინე ჩემი კოლეგების პრეზენტაციები, ასე დასრულდა ჩვენი ინტელის ტრენინგები, დიდი მადლობა ხათუნას ასეთი შინაარსიანი და ეფექტური ტრენინგებისათვის, მადლობა  ამ ტრენინგის  ორგანიზატორებს.
მომავალ შეხვედრამდე,

Thursday, October 30, 2014

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგი დასასრულს უახლოვდება და მეტი საინტერესო ხდება მუშაობა,ამჯერად განვიხილეთ როგორ გავუწიო მოსწავლეებს ფასილიტაცია  პროექტებზე   მუშაობის   პროცესში,როგორ  გამოვიყენო  ტექნოლოგიები   სასწავლო   პრაქტიკის   გასაუმჯობესებლად,გავიაზრეთ,რა მნიშვნელობა   აქვს კითხვების  დასმას  მოსწავლეთა  ჩართულობისა და მაღალი   სააზროვნო   უნარების გასავითარებლად,დღეს გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის პორთფოლიო  ბლოგზე,მოუთმენლად ველოდები  შეფასებებს,ხათუნა ძალიან,ძალიან  კარგია,დაუზარელი,აქტიური,უშურველად იხარჯება ჩვენთვის.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Saturday, October 25, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე


  •       თემა-სწავლის პროცესის დიფერენცირება
  • აუცილებელია სწავლის პროცესის მიზანმიმართულად დაგეგმვა
  • ყველა მოსწავლეს უნდა  მიეცეს  განსხვავებული და  შესაბამისი  დონის  მიმართულება
  • მიდგომა განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან
  • კითხვარის შემუშავება   დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ

Thursday, October 23, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე

   როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის სწავლა?როგორ შეიძლება ჩავრთო მოსწავლეები შეფასების პროცესში?-ამ საკვანძო  კითვების გააზრებით ვიმუშავეთ  პროექტის  შეფასების რუბრიკებზე, განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა  ჩართვის შესაძლებლობები.

Saturday, October 18, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

გავეცანით ინტერნეტრესურსებს,რომლებიც გამოგვადგება სასწავლო პროექტის დაგეგმვისას,საინტერესო იყო პრეზენტაცია-საავტორო უფლებების ქაოსი,,გამოვაქვეყნე ჩემი ნამუშევარი, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენეული ხედვა.