Saturday, October 18, 2014
Thursday, October 16, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
დღეს ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა პროექტებზე დაფუძნებული სწავლის შეფასება,გავეცანით რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებებს,დავგეგმეთ,როგორ გამოვიყენებთ შემოთავაზებულ იდეებს სასწავლო პროექტში,განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა,განვსაზღვრეთ შეფასებები მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.მოკლედ,ძალიან შრომატევადი დღე იყო.
Saturday, October 11, 2014
ტრენინგის მესამე დღე
ვმუშაობთ სასწავლო პროექტზე,მიმოვიხილეთ შესაბამისი სტანდარტები,ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე,რაც უცილობლად პროექტის შინაარსის ავთენტური უნდა იყოს,საიტერესოდაა დაგეგმილი ტრენინგის ყოველი დღე.
Thursday, October 9, 2014
ტრენინგის მეორე დღე
საინტერესო და დატვირთული იყო ეს დღე,გავეცანი სხვადასხვა ტიპის გამოცემის სახეებს,დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,ასევე გავეცანით პროექტის პორთფოლიოს ჩექლისტს,ასე,რომ წინ საიტერესო დღეები გველოდება.
ტრენინგის პირველი დღე
დაიწყო ინტელის ტრენინგი,გვიხარია,საოცრად მოტივირებულნი ვართ,ვეძიებთ და გვიჩნდება სურვილი შევიმეცნოთ რაც შეიძლება მეტი,რაც ეფექტურსა და საინტერესოს გახდის ჩვენს მუშაობას,ხათუნა ძალიან გვიადვილებს მუშაობას,საოცარი იცით რა არის?25წლის წინათ ხათუნა ჩემი პირველი მოსწავლე გახლდათ,ანუ ჩემი პედაგოგიური ნათლობა ხათუს უკავშირდება,დღეს კი ხათუნა ჩემი გზამკვლევია,დიდი მადლობა,ჩემო კარგო.
Subscribe to:
Posts (Atom)